fbpx

GPS სისტემების მონტაჟი

 

GPS მონიტორინგის სისტემები

უახლესი თაობის GPS მონიტორინგის სისტემის მონტაჟის სერვისი

Smart GPS სისტემა არის კომფორტული და მარტივი მოწყობილობა, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სადისტრიბუციო და სატრანსპორტო კომპანიების გამართულად ფუნქციონირებაში . ის აძლევს საშუალებას კომპანიას ზუსტად აკონტროლოს თნამშრომლის მუშაობის ხარისხი, დრო და დახარჯული რესურსი. ავტომობილისა და თანამშრომელის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა მენეჯმენტს აძლევს ინფორმაციას, თუ სად იმყოფება თანამშრომელი სამუშაო პერიოდში და რა დრო სჭირდება კონკრეტული დავალების შესასრულელბლად. მოცემული ფუნქცია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას სადისტრიბუციო სეგმენტისთვის და არა მხოლოდ.

Smart GPS სერვისი მოიაზრებს შემდეგ ფუნქციებს:

მარშრუტის კონტროლი და დაგეგმვა:

პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას წინასწარ დაიგეგმოს მოძრაობის მარშრუტი, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად (სასწრაფო შეკვეთების შესრულება, ახლოს მდებარე უბნების ერთ მარშრუტში მოქცევა, განმეორებითი ვიზიტების კონტროლი). სისტემა იძლევა ინფორმაციას კონკრეტულ მომენტში, საიდან სად და რა სიჩქარით მიემართება თანამშრომელი, ასევე აცნობებს მენეჯმენტს მნიშვნელოვანი მარშრუტიდან გადახრას დროის და ადგილის მითითებით. ამავდროულად იძლევა ზუსტ ტრაექტორიას რუკაზე, მანძილს, დროს გზაში და პარკინგებზე, გადაადგილების სიჩქარეს და მძღოლის აგრესიულობის დონეს. შესაძლებელია გაკონტროლდეს, თუ რა დრო გაატარა თანამშრომელმა თითოეულ ვიზიტზე.

შეტყობინებები:

შეტყობინებები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მაგალითად, ინფორმაცია ადგილდებარეობის შესახებ (გეოზონაში შესვლაგამოსვლა), SOS შეტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევა და ა.შ.

საწვავის ხარჯი და კომპენსაციები პირადი ავტომობილებით სარგებლობისათვის:

სატრანსპორტო საშუალების ავზებში დამონტაჟებული დამატებითი სენსორი იძლევა შესაძლებლობას გაკონტროლდეს საწვავის არსებული დონე, ხარჯი, გადახრა დაგეგმილიდან, მითითებული პერიოდის მიხედვით და პერიოდის ზუსტი გარბენი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

ერთჯერადი დავალებების მოდული:პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ერთჯერადი დავალებები და ავტომატურად გაუნაწილონ პერსონალს ოპტიმიზაციის ალგორითმის მიხედვით : მარშრუტი, დრო და მოქმედება.

კომპანია „ნიუ ავტო მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ GPS სისტემის მონტაჟის სერვისით. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს Smart GPS სისტემის განთავსებას თქვენს ავტომობილში. გვავს როგორც კორპორატიული ისე ინდივიდუალური მომსახურება.

აკონტროლეთ თქვენი ბიზნესი და იყავით მშვიდად, ამაში ჩვენ დაგეხმარებით!

Smart GPS-ის სერვისით სარგებლობის მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ავტოსერვის ცენტრში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 44 55


Notice: Undefined index: tracking in /home/newautom/public_html/nam.ge/wp-content/plugins/call-now-icon-animate/call-now-icon.php on line 160

Notice: Undefined index: tracking in /home/newautom/public_html/nam.ge/wp-content/plugins/call-now-icon-animate/call-now-icon.php on line 162