ძრავის შეკეთება
ძრავისა და ძრავის ნაწილების რემონტის სრული სერვისი

ძრავის მოვლა არც თუ ისე ძნელია, როგორც შორიდან გვეჩვენება. აუცილებელია, რომ ძრავში ჩავასხათ ხარისხიანი ზეთი და შევუცვალოთ ზეთის ფილტრი თავის კუთვნილი ნუმერაციით. ძრავის მუშაობა დამოკიდებულია ძრავის გაგრილების სისტემაზე და ჰაერის ფილტრზე, რაც არც თუ ისე ხშირად, მაგრამ პერიოდულად შეცვლას საჭიროებს, როგორც ზეთი, ზეთის ფილტრი, ჰაერის ფილტრი და საწვავის ფილტრი.
ძრავის გამართულად და სწორად მუშაობა ასევე დამოკიდებულია ძრავის აალების სანთლებზე (სვეჩებზე), რაც შემდეგი სიმპტომებით შეიმჩნევა: ბიძგებად, არასტაბილური მუშაობით, საწვავის წვის მომატებით და ა.შ ასევე, აუცილებელია პერიოდულად ცივ ავტომობილზე ძრავში შემოწმდეს ზეთის დონე და გაგრილების სისტემაში (რადიატორში) ანტიფრიზის დონე. თუ ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროება მოითხოვს, სასურველია მობრძანდეთ ჩვენთან ,,ნიუ ავტო მოტორსში’’, სადაც დაგხვდებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ხელოსნები და დაგეხმარებიან ავტომობილთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრაში.
ძრავის შეკეთების მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ტერიტორიაზე ან დარეკეთ ნომერზე: 599 65 16 17, 551 78 70 79.
