
ვთქვათ, თქვენს ავტომობილს აქვს ბარაბნიანი სამუხრუჭე სისტემა. ბარაბნიანი სისტემა სანამ არ დაიშლება ვერ გავიგებთ რა იჭერს და რა არის გამოსაცვლელი. ბევრს ჰგონია, რომ სამუხრუჭე დისკი და მითუმეტეს ბარაბანი, არის სამუდამო. ერთ წყვილ სამუხრუჭე დისკმა და ბარაბანმა უნდა გაცვითოს არაუმეტეს სამი წყვილი სამუხრუჭე ხუნდი, რის შედეგაც უნდა შეიცვალოს ახლით. თუ სამუხრუჭე დისკი და სამუხრუჭე ხუნდი შესაცვლელია ან შესაკეთებელია, აუცილებლად უნდა შეკეთდეს მალევე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სპობთ სამუხრუჭე სისტემის დანარჩენ ელემენტებს, მაგალითად: სუპორტებს, ტორმუზის ცილინდრებს და ახურებთ სამუხრუჭე სითხეს. თუ ახდით სამუხრუჭე სითხის ავზის თავსაფარს და იქ გამუქებული სითხე დაგხვდებათ, ეგ უკვე იმის ნიშანია, რომ გადახურებულია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სამუხრუჭე სითხის შეცვლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ძრავში ან სხვა აგრეგატებში ზეთის ცვლა.
