თხევადი და ბუნებრივი გაზის აპარატურის მონტაჟი
თხევადი და ბუნებრივი გაზის აპარატურის მონტაჟის სერვისი, ეკონომიურობის და უსაფრთხოების 5 წლიანიგარანტიით!

ავტომობილის თხევად და ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში იზრდება, ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. შესაბამისად, ,,ნიუ აუტო მოტორს”-ის მთავარი მიზანია, არ დავკარგოთ ლიდერობა ამ სფეროშიც და უწყვეტად შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს ჩვენს მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა- გამოცდილება და ხარისხიანი მომსახურება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა თხევადი გაზის აპარატურის მონტაჟის კუთხით, რაც განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით.კერძოდ, დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებას და ეკოლოგიაზე ზრუნვას. თხევადი გაზი არის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, ისიწვის ბოლომდე, შესაბამისად, მას გამონაბოლქვი თითქმის არ გააჩნია. რაც მთავარია, ის ბევრად უსაფრთხოა. მაგალითისთვის: ბუნებრივი გაზის ბალონში არის 220-250 ატმოსფეროხოლო, თხევადი გაზის ბალონში 12 ატმოსფერო, თითქმის 20-ჯერნაკლები!

გაზის ექსპლუატაციის ვადა ისეთივეა, როგორიც ბენზინის შემთხვევაში. ის ისევე მოქმედებს ძრავზე, როგორც პრემიუმ კლასის ბენზინი. თხევადი გაზი არის საკმოად ეკონომიური,1 ლიტრი უდრის თითქმის 1.0 ლიტრ ბენზინს, ხოლო ფასი, თითქმის 2-ჯერნაკლებია. შედეგად, თხევადი გაზის მომხმარებელი ზოგავს 60-70%-მდე თანხას სხვა ალტერნატიული საწვავის მომხმარებელთან შედარებით.

ჩვენი კომპანი აუკვე 9 წელია აქტიურად არის ჩართული როგორც ბუნებრივი, აგრეთვე თხევადი გაზის მონტაჟის სფეროში და ამდრომდე თითქმის 30 000 ავტომობილზე გვაქვს დამონტაჟებული გაზის სისტემა. გარდა ამისა, ვახორციელებთ როგორც თურქული, ასევე იტალიური გაზის სისტემების იმპორტს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ბაზრისგან დამოუკიდებლად განვსაზღვროთ ჩვენი ფინანსური პოლიტიკადა მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება საკმაოდ მისაღებ ფასად.
კომპანიაში დამატებით კომფორტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს როგორც საბანკო, ისე შიდა განვადებით!
100% ეკონომია = 100% ეკოლოგია – ეს ჩვენი უპირატესობაა!
თხევადი- LPG და ბუნებრივი -CNG გაზის აპარატურის მონტაჟის მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ავტოსერვისცენტრში,II სართულზე, 7 სახელოსნო ბოქსის თავზე, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 94 30 30.
