აალების სანთლების (სვეჩების) დიაგნოსტირება და შეცვლა
უმაღლესი ხარისხის, ცნობილი ბრენდების აალების სანთლების(სვეჩ
ების) დიაგნოსტირება და შეცვლა ხარისხის გარანტიით

ავტომობილის ელექტრული პრობლემები როგორც ხელოსნების, ისე მძღოლების მთავარი თავის ტკივილია. ესა თუ ის გაუმართაობა ხშირ შემთხვევაში იოლი აღმოსაფხვრელია, უბრალოდ მისი მიგნებაა რთული.
როგორ შეიძლება, უნებლიეთ დავაზიანოთ ელექტრონაწილები? არის შემთხვევა, როდესაც ეგრეთ წოდებული „სვეჩები”, ანუ აალების სანთლები მწყობრიდან გამოდის და მათი გადამოწმება გვიწევს. ამ დროს მძღოლებისა და ხელოსნების ენაზე რომ ვთქვათ, ისინჯება ეგრეთ წოდებული დეტონაცია, „პერებოი” და ისინჯება ნაპერწკალი. „პერებოი” ძრავის არათანაბარი მუშაობაა და ამის მიზეზის დასადგენად, სინჯავენ სანთლებს აქვს თუ არა ნაპერწკალი. მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია და უმეტესად, შემოწმების შემდეგ, აალების სანთლის „სვეჩის”დაყენება ავიწყდებათ. თუ სანთელს მოვხსნით და იმ სადენებს ჩახსნილს დავტოვებთ, რომელიც სანთლებს უერთდება, შიგნით, ანუ გამანაწილებელშიეგრეთ წოდებულ „ტრამლიორში” წარმოქმნილი ნაპერწკალი მიმართულებას ვეღარ იპოვის და ხშირ შემთხვევაში ეს ბაბინის დაწვას იწვევს, ანუ იწვება მოწყობილობა, რომელიც ქმნის ნაპერწკალს. თუ ისე დავატრიალეთ ძრავა, რომ სანთლები სადენებიდან ჩახსნილი გვაქვს, ამან შესაძლოა, ბაბინის დაწვა გამოიწვიოს. გარდა ამისა „სვეჩების“ გაუმართაობისას ნაპერწკალიდროულადარმიეწოდებაცილინდრს (წვისკამერას), სადაცხდებაბენზინისაფეთქება, საწვავირჩებადაუწვავი, რაშემთხვევაშიცგამონაბოლქვში CO-სმაჩვენებელიმნიშვნელოვნადიზრდება.

ნათელია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აალების სანთლების სწორ და დროულ შემოწმებას. ამიტომ, გირჩევთ, მობრძანდეთ “ნიუ აუტო მოტორსის“ ავტოსერვისცენტრში და ადგილზე შეამოწმოთ აალების სანთლების მუშაობა. ჩვენი გამოცდილი ხელოსნები დეტალურად შეისწავლიან მუშაობის ხარისხს და დაზაიანებას. საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლიათ,“ნიუ აუტო მოტორსის“ სერვისცენტრში განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიებში შეიძინოთ, კონკრეტულად თვქენი ავტომობილის მოდელითვის გაკნუთვნილი, მსოფლიო ბრენდების აალების სანთლები (სვეჩები), რის შემდეგაც ჩვენი ხელოსნები სწარაფად და ეფექტურად მოახდენენ მათ შეცვლას.
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისით სარგებლობის მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ავტოსერვისცენტრში,ან დაგვიკავშირდით ნომერზე:551 78 70 79, 591 95 99 01
