ავტო სკოლა

        ავტოსკოლა „ლიდერი“

მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყარო მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, ვვითარდებით და იძულებულნი ვართ ჩვენც  ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობის გამოწვევებს.  ერთ -ერთ ასეთ გამოწვევეად შეიძლება მივიჩნიოთ ავტომობილის კარგად მართვის უნარიც. ეს  მიმართულება  ავტომობილის შექმნის იდეასთან ერთად გაჩნდა და  განვითარდა.

დღეს,  როდესაც თითქმის წარმოუდგენელია ყოველდღიური ყოფა  ავტომობილით გადაადგილების გარეშე და ავტომობილი არათუ ფუფუნების საგანას , არამედ  ყოვლად პრაქტიკულ და შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ადამიანების ცხოვრებაში, გაიზარდა  ავტომობილის მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობაც.

ამ სფეროში  მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მომრავლება და როგორც წესი თითქმის უმრავლეს ავტოსკოლაში აქცენტი გადატანილია არა სწავლების ხარისხზე, შინაარსობრივ დატვირთვაზე, არამედ შედეგის – მართვის მოწმობის სწრაფად აღების მიმართულებით.  ეს ხდება როგორც წესი დაზეპირებული, გამარტივებული სასწავლო მეთოდოლოგიის მეშვეობით, რომელიც როგორც წესი დაზეპირებაზე და მხედველობითი მეხსიერებაზეა ორიენტირებული, ნაკლებადაა აქცენტირებული საკითხის სიღმისეულ და შნაარსობრივ გააზრებაზე. შედეგად ვიღებთ იმას რომ  როდესაც ახალბედა მძღოლი აღმოჩნდება  გამოცდის ჩასაბარებელი სივრცის გარეთ, რეალურ სიტუაციაში, მას ძალიან უჭირს  შესაბამისი სამოძრაო წესების დაცვა, რის შედეგადაც  ვიღებთ უამრავ საავარიო სიტუაციას და  ხშირად მძიმე შედეგითაც სრულდება ეს ყველაფერი.

ჩვენი ავტოსკოლის ყველაზე დიდი პლუსი,  სწორედ ხარისხიან სწავლებაზე ორიენტაციაა! ავტოსკოლა ლიდერის  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგების მიერ შედგენილი თეორიული და პრაქტიკურლი სასწავლო კურსი ისეა შემუშავებული, რომ მოსწავლემ მაქსიმალურად მოკლე დროში შესძლოს აითვისოს თეორიული მასალა და რაც მთავარია არა დაზეპირებით, მექანიუკური სწავლებით, არამედ  შინაარსობრივი გააზრებითა და დამახსოვრებით!

ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის ხაზს უსვამენ, თუ რამდენად დაეხმარათ მათ პედაგოგის ახსნის მეთოდოლოგია, სწავლების სტილი მასალის დამახსოვრებაში და გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.

ნუ შეუქმნით საფრთხეს თქვენი და თქვენი გარშემომყოფების სიცოცხლეს, მოდით  ავტოსკოლა ლიდერში, მიიღეთ საფუძვლიანი ცოდნა და გარანტირებული შედეგი.